თბილისში მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1124

თბილისში მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც ისნის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთში ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა.

“პროექტის ფარგლებში, 12 300 კვ.მ. ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, გარდა ამისა დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა, ხოლო გზის გასწვრივ თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა და მიწის ზედა სახანძრო ჰიდრანტიც მოეწყო.

“ისანში ორი საკვანძო დასახლების – მეტრომშენისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. აღნიშნულ მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები მაღალი ხარისხით ჩატარდა, მთლიანად მოვაწესრიგეთ საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დღეიდან გადაადგილება მოსახლეობისთვის ბევრად კომფორტული გახდა“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგეობამ კახა ლაბუჩიძემ.

მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 737 777 ლარით დაფინანსდა.