მთაწმინდაზე ნიშნიანიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

592

მთაწმინდის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩის №3-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 13 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.

კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 52 409 ლარია გათვალისწინებული. ხოლო სამუშაოებს, რომელიც ნოემბერში დასრულდება, შპს
“არქიტრავი“ აწარმოებს.

“მიმდინარე წლისთვის მთაწმინდაზე, მსგავსი პრობლემის გამო, გრუნტის დამჭერი ხუთი კედლის მოწყობა დასრულდა. წლის ბოლომდე კიდევ შვიდი კედელი მოეწყობა. კედლების მშენებლობისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 617 270 ათასი ლარი დაიხარჯება”, – ამბობენ გამგეობაში.