ზუგდიდში, სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის პედაგოგები პარტია “ევროპული საქართველოს” ბრალდებებს პასუხობენ. ბაღის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მიზეზი რის გამოც აღსაზრდელები იატაკზე იწვნენ საბავშვო აქტივობები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ბაღის ადმინისტრაციის თქმით, კაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს და არაფხიზელ მდგომარეობაშია, ერთ-ერთი ბავშვის ბიძაა. ბაღების ადმინისტრაციის ცნობით, ის საბავშვო ბაღიდან ბავშვის წაყვანას ცდილობდა, პედაგოგებმა კი ამის უფლება არ მისცეს.
“გაფრთხილებულები ვიყავით დედისგან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბიძისთვის და მამისთვის ბავშვი არ უნდა გაგვეყოლებინა. ოთახში იყო აქტივობა, ბავშვები ხალიჩაზე დაგებულ ლეიბზე ისვენებდნენ და ამ დროს შემოვიდა ნასვამი ბიძა. ჩვენ ბავშვი არ გავაყოლეთ”, – აცხადებენ პედაგოგები.
ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ პატარა ბავშვები იატაკზე გაფენილ საბნებზე წვანან.
ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამაშვილმა გადაიღო. მან რადიო „ათინათს” უთხრა, რომ ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.
ვიდეოში ისმის ხმა, რომ “აქ გადაღება არ შეიძლება”.
https://www.facebook.com/batlome/videos/3312740502084303/