ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტების წინ, საფეხმავლო ნაწილზე და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ფილები რამდენიმე ადგილზე ამოყრილია და მათ ნაცვლად კი პატარა ორმოებში ნაგავი ყრია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
თამარ მეფის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტების წინ, სავალ ნაწილზე რამდენიმე ადგილას ფილები ამოყრილია, დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა რუსთაველის ძეგლთან არსებულ სკვერშიც. აქ ფილების ნაწილი დამტვრეულიც არის.
პრობლემის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფორმაცია აქვთ. მათი თქმით, მიმდინარე წელს, კეცხოველისა და რუსთავლის ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება, პროექტის ფარგლებში კი, სამანქანო გზასთან ერთად, საფეხმავლო ბილიკებიც მოეწყობა.
„პროექტი უკვე მზადაა და მომდევნო 2020 წელს დაგეგმილია დანარჩენი ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციაც. ამ ეტაპზე, იმ მონაკვეთებზე, სადაც რთული მდგომარეობა და გადაუდებელი აუცილებლობაა, მერია შეკეთებას უზრუნველყოფს. მათ შორის, აღნიშნულ ლოკაციებზეც“, – განაცხადეს მერიაში.