საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყება. უწყების ცნობით, ეს მიმართულებებია - ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი. „ჩვენ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ, რის შედეგადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს. Wizz...
თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. უწყების ცნობით: ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ათონელის ქუჩამდე, რის შემდეგაც, მოძრაობას მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ. შეზღუდვა 14 დეკემბრის 11:00 საათიდან...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "საბას" დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს. ონში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. პროექტით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა, 10 კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი...
წინა სტატია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, ღარიბაშვილმა პროექტსა და ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. მათივე შეფასებით, პრემიერის მიერ წარდგენილ სამომავლო გეგმას "წარმატება არ უწერია". 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება. მისი თქმით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. "გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ...
ოზურგეთში ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჟამად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შოტაულის უბანში ტარდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 298 726 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლიხაურსა და მაკვანეთში ჯამურად 5 165 მეტრი-სიგრძის გზა მოეწყობა. https://www.facebook.com/100070581874371/posts/219777740384954/
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. აქედან, 40 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე 7 სხვადასხვა ლოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ჯამში კი 53 კმ. გზა რეაბილიტირდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის და ჩოხატაური-ზომლეთის...
რუსთავის ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებზე, ნაძვის ხესა და ღონისძიებებზე 268 813 ლარი დაიხარჯა. კოსტავას გამზირზე, მეგობრობაზე, შარტავაზე, თოდრიაზე, სხვადასხვა ქუჩასა და რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟებული საახალწლო განათებების შესაძენად ააიპ "რუსთავსერვის ცენტრს" სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რისთვისაც საერთო ჯამში 195 013 ლარი დაიხარჯა. საახალწლო ღონისძიებები კი ააიპ "რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა” 73 800 ლარად შეისყიდა. ცნობისთვის, რუსთავში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი ნოემბერში დაიწყო...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში, ბაქოს ქუჩა #12-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში შიდაკომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი გორის მერიის დაფინანსებითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიცირებით ტარდება. გარდა აღნიშნული პროექტისა, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 30 მრავალსართულიანი კორპუსში დაიგეგმა. ეს პროექტებია: 10 კორპუსში - კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია; 6 კორპუსში - სადარბაზოების რეაბილიტაცია; 6 კორპუსში - სახურავების რეაბილიტაცია; 3 კორპუსში - ეზოს რეაბილიტაცია;...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. სემეკ ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს გადაიხდიან,...
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დღეს დილიდან აღდგა. მათივე ცნობით, მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი. „გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 15მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომდევნო წლის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზარდა და 37 მილიონ ლარს გადააჭარბა. ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  2 ახალი სოციალური სახლის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გაწერილი. ასევე, სტიქიურ ზონაში მცხოვრები ოჯახების სახლებთან ფერდსამაგრი ნაგებობები აშენდება, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მილიონი ლარია...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ინფორმაციით, თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო. შეგახსენებთ, რომ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რეგიონებისთვის 250 ავტობუსს და ნაგავმზიდს შეიძენს, რომელიც მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა და რეგიონებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „რეგიონებში სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. მიმდინარეობს, გზების გაყვანა, წყლის პროექტების განხორციელება, ურბანული განახლების პროგრამა. ახლა გვინდა დავიწყოთ გამწვანების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებში და აუცილებელი არის ტრანსპორტის მოგვარება. ამის თაობაზე რეგიონების კურატორს, ბატონ ლერის დავავალე და მან ეს...
ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმსა და 13 სოფელში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სამარაგო რეზერუარის მოწყობა, სოფელ ბეღლეთის, გელაძეების, კორტოხისა და პაქსაძეების, სოფელ ქედლებში ჭოლონის უბანში, სოფელ დიაკონიძეებსა და სოფელ ზემო თხილვანაში სასმელი წყლის რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ მინთაძეებში, სოფელ გორგაძეებში, სოფელ ჭახაურში, სოფელ ბოღაურში, სოფელ კვატიასა და სოფელ სკვანაში წყლის სისტემის მოწყობა. 2022 წელს სასმელი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც პარლამენტის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნით არის დაინტერესებული, მოლაპარაკება მიმდინარეობს. "მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ჩვენი მიზანია, იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას...
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი: ანანო გოშაძე ბიბლიოთეკები მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია. შესაბამისად, ბიბლიოთეკების კეთილმოწყობა და ფუნქციონირება ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტების სიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს. რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია აჭარის ავტონომიური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ