ბინამესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში 30 მრავალსართულიან კორპუსში შიდაკომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს

364

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში, ბაქოს ქუჩა #12-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში შიდაკომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი გორის მერიის დაფინანსებითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიცირებით ტარდება.

გარდა აღნიშნული პროექტისა, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 30 მრავალსართულიანი კორპუსში დაიგეგმა.

ეს პროექტებია: 10 კორპუსში – კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია; 6 კორპუსში – სადარბაზოების რეაბილიტაცია; 6 კორპუსში – სახურავების რეაბილიტაცია; 3 კორპუსში – ეზოს რეაბილიტაცია; 2 კორპუსში – ლიფტის რეაბილიტაცია; 2 კორპუსში – ფასადის რეაბილიტაცია; 1 კორპუსში- სასმელი წყლის რეაბილიტაცია; მათ შორის, 14 პროექტი დასრულდა, 16 კი ისევ მიმდინარეობს.

აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების რეაბილიტაცია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამხანაგობების ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.