ყოველდღიური არქივი 26.03.2021. 15:05

საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში მოხალისეთა ჩასართავად ხულოში საზოგადოებრივი პროექტის – “მოხალისე” დანერგვა იგეგმება

ხულოს მერიის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის -"მოხალისე" პრეზენტაცია გამართეს. „მოხალისე“ საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა...

ბოლნისში, ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი პრიორიტეტების იდენტიფიცირების მიზნით, სამაგიდე თამაში ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ახალ დარბაზში, "რუსთავის ინოვაციების ჰაბის" ხელმძღვანელის, რევაზ ბარბაქაძის ინიციატივითა და ადგილობრივი ახალგაზრდული სამსახურების ჩართულობით ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი პრიორიტეტების იდენტიფიცირების მიზნით, ჩატარდა...

ქარელის მერია: აგარასა და ქვენატკოცაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარის ქუჩებისა და სოფელ ქვენატკოცის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დაბა აგარაში 1600, ხოლო ქვენატკოცაში 1341 გრძივი მეტრი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი...

„ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მერიამ მონუმენტური ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურის მერიის ინიციატივით, ქალაქის შესასვლელთან, მდინარე ჯრუჭულას ხიდთან არსებული მონუმენტური ძეგლი განახლდება. განახლებული მონუმენტის ესკიზების შექმნაზე კონკურსი 26 მარტს გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება...

მცხეთის სოფელ გალავანში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

სოფელ გალავანში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულდა. მოედნის მოსაწყობად მცხეთის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 142 996 ლარი გამოიყო. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია "გლობალ სტანდარტმშენი” ასრულებდა. "2020 წელს,...

გურჯაანის წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანის წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. "საპროექტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "არქ დიზაინ მშენი" ასრულებს, რომლის დასრულების შემდეგაც მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება",...

EU ხაშურის წყალმომარაგების რეაბილიტაციას €7.15 მლნ-იანი გრანტით დააფინანსებს

ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის - შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. ეს საგრანტო ხელშეკრულება...

ვაშლიჯვრის მეწყრის შესაჩერებლად მერია მშენებლობასა და კვლევებზე 7 მლნ ლარს დახარჯავს

დედაქალაქის მერია ვაშლიჯვრის მეწყრის შესაჩერებლად გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი მონაცემების თანახმად, სამუშაოებზე სულ 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 500 ათასი...

ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. ადმინისტრაციული შენობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

ტიკარაძე: „კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ამის ფუფუნება არ გვაქვს

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა,...

სიღნაღში ტრანსპორტის მობილობის სტრატეგიული გეგმა განიხილეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კომპანია STS-ის წარმომადგენლემა შეხვედრა გამართეს, სადაც ქალაქის მულტიმოდალური ტრანსპორტის მობილობის სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა მოხდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სტრატეგია ქალაქ...

ახალციხის სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად რემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები,...

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა მემორანდუმი გააფორმეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო ახობაძემ თელავის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების შემზღუდავი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ...

გორში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდა

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მიუსაფარი ცხოველების ზრუნვის პოპულარიზაციისა და ინტერმუნიციპალური სააგენტოს დაფუძნების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონში მიუსაფარი ცხოველებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს....

რუსთავში სამოქალაქო მოძრაობის – “გავიგუდეთ” წევრებმა ახალი მონუმენტი დადგეს

რუსთავში სამოქალაქო მოძრაობის - "გავიგუდეთ" წევრებმა ახალი მონუმენტი დადგეს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. აირწინაღის ფორმის ლითონის კონსტრუქცია რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელი მაგისტრალის მონაკვეთზე, იაღლუჯის ფერდობის მიმდებარე...

რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა

რუსთავის ბიუჯეტი 175 000 ლარით გაიზარდა და 59 750 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული...

ბლოგი

ტესტი

როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?

პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ