სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კომპანია STS-ის წარმომადგენლემა შეხვედრა გამართეს, სადაც ქალაქის მულტიმოდალური ტრანსპორტის მობილობის სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა მოხდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სტრატეგია ქალაქ სიღნაღში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
“დაგეგმარების პროცესში კომპანიასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩართული, რაც გეგმაში ორმხრივი შეთანხმების შედეგად შეტანილი ცვლილებებით გამოიხატა.
საჯარო განხილვაზე კომპანიის წარმომადგენლებსა და დამსწრე პირებს შორის კვლავ აქტიურად მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გაჩნდა ახალი იდეები”, – განმარტეს მერიაში.
პრეზენტაციას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
მერიის ინფორმაციით, პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილდება.