ქალაქ გურჯაანის წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
“საპროექტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “არქ დიზაინ მშენი” ასრულებს, რომლის დასრულების შემდეგაც მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება”, – განმარტავენ გურჯაანის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტი, რომელსაც “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ახორციელებს, ქალაქ გურჯაანს წყალარინების გამწმენდი ნაგებობითა და გამართული სისტემით უზრუნველყოფს.