ყოველდღიური არქივი 15.03.2021. 14:49
თელავში, ნადიკვარის პარკში მდებარე ატრაქციონების რეაბილიტაციას ითხოვენ
თელავში, ნადიკვარის პარკში ატრაქციონები 2012 წელს დამონტაჟდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
პარკში სულ 6 ატრაქციონია, რომელთა ნაწილიც უმოქმედო და დაზიანებულია. მოსახლეობა ატრაქციონების რეაბილიტაციას ითხოვს.
თელავის...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გაიმარჯვა
თელავის მუნიციპალიტეტი პროექტისთვის ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა” დაჯილდოვდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები...
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაიყიდა — აუქციონი მეოთხედ ცხადდება
ჩატარებული სამი აუქციონის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაყიდა, რის გამოც ისინი მეოთხე აუქციონს აცხადებენ. ქონების საწყისი ფასი თითქმის 97 მლნ ლარია.
როგორც პირველი არხი...
განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში დასაბრუნებლად სპეციალური პროგრამა აამოქმედა
პირველად, საქართველოს განათლების სისტემაში, სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ შეიქმნა.
განათლების სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, გამოვლინდა 6-დან 16...
აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ ნაგავსაყრელის ტერიტოტიაზე მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ ნაგავსაყრელის ტერიტოტიაზე მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
„ხუთი წელია გაუსაძლის სიტუაციაში ვცხოვრობთ, აქვე ნაგავსაყრელზე...
განათლების სამინისტრო: შატილის სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება
წინა სტატია
შატილში, სკოლა-პანსიონის დამხმარე, ცალკე მდგომი შენობის ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან და...
ქუთაისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების განაწილება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 191 ოჯახი დაექვემდებარება.
„ამ...
მთის კურორტების განვითარების კომპანია: საბაგიროები რეგულაციების სრული დაცვით ფუნქციონირებს
საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები სრულფასოვნად ფუნქციონირებს ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით,...
თბილისში ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
დღეიდან დედაქალაქს ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, აღნიშნული ავტობუსი გლდანის რაიონში იმოძრავებს და მგზავრებს მოემსახურება შემდეგი წრიული...
თბილისში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით იცვლება
დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები დღეიდან ახალი მოდელებით შეიცვლება.
თბილისის მერიის ცნობით, N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
„რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ...
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყება და ოთხ ეტაპად განხორციელდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები,...
თეატრები სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას დღეიდან შეძლებენ
თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას დღეიდან შეძლებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
რაც შეეხება საქმიანობის...
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სწავლის აუდიტორიებში განახლებას დღეიდან შეძლებენ
უმაღლეს სასწავლებლებს დღეიდან შესაძლებლობა ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
სწავლის...
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა.
ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აირჩიონ სასურველი...
საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING-ის პროექტი განხორციელდება
ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის განხორციელება დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის - „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის...
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.
როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, დარწმუნებულია,...