ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

1703

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. როგორც ის “ფეისბუქში” წერს, ასევე მიდის პოლიტიკიდან.

“2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის.

მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!”- წერს გიორგი ჭიღვარია.

2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული…

Posted by გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი / Giorgi Tchighvaria on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2020

 

გუშინ გვიან ღამით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისი მერი თანამდებობას ტოვებდა.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017 წელს აირჩიეს. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.