ბორჯომის სოციალურად დაუცველთა მომსახურების ცენტრის 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარები კუთვნილ სადილს სახლში მიიღებენ

36

ბორჯომის სოციალურად დაუცველთა მომსახურების ცენტრის 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარები კუთვნილ სადილს სახლში მიიღებენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალური სასადილოთი მოსარგებლეებს ცენტრის თანამშრომლები და მერიის მიერ ჩამოყალიბებული მოხალისეთა ჯგუფი ემსახურება.

„ჯგუფი ბენეფიციარებს სადილს ყოველდღე მიაწვდის.

გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისა და დამატებითი რისკებისგან დასაცავად იქნა მიღებული“,-ნათქვამია ინფორმაციაში.