იმამკულიევი: მარნეულის მერიამ ნოვრუზის ზეიმისთვის განკუთვნილი თანხა სოცდაუცველებს უნდა დაურიგოს

798
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ახმედ იმამკულიევი მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს ინიციატივით მიმართავს, რომ 2020 წელს დაგეგმილი ნოვრუზ ბაირამის ჩაშლის გამო დარჩენილი თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 
იმამკულიევის თქმით, თითოეულ რეგიონში ნოვრუზის დღესასწაულისათვის გარკვეული სახის თანხა იყო გამოყოფილი, ღონისძიებების გადადების გამო კი ამ თანხით მუნიციპალიტეტებმა სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტი და კორონავირუსისაგან დასაცავად სხვადასხვა სახის სადეზინფექციო საშუალებები უნდა იყიდონ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახმედ იმამკულიევმა თქვა, რომ დღეს, 18 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართა და თხოვა, რომ აღნიშნული თანხა სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდეს.

„მხოლოდ საქართველი კი არა მთელ მსოფლიოში არსებობს კორონავირუსუს საფრთხე და იცით რომ კაფე, ჩაიხანა და რესტორნები დაიხურა. ამას, რა თქმა უნდა, ნორმალურად ვიღებთ. მარნეულის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტიდან ნოვრუზისთვის თანხა გამოყო. ეს დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება. თუ კორნავირუსის გამო კარანტინია გამოცახადებული მაშინ ეს თანხა სოციალურად დაუცეველბს უნდა დაურიგონ. მხოლოდ პროტუქდი კი არა, ამავდროულად ვისუსისგან დეზინფექციისთვისაც საჭირო ღონისძიებები უნდა გააკეთონ. ვიცით, რომ სოციალურ დაუცველი ადამიანებისთვის პროტუქტის ყიდვისა და ვირუსსუგან დაცვის შესაძლებლობა არ აქვთ. იმედი გვაქვს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებმაც ნახეს გუშინ ჩემს მიერ გამოქვეყნებული პოსტი. შევეცდები, რომ მათაც დავუკავშირდე და თანხის საჭირო ადგილას დახარჯვა შევთავაზო,“ – აცხადებს ახმედ იმამკულიევი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მარნეულის მერიამ ნოვრუზის დღესასწაულის ზეიმი გააუქმა. ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით 18 975 ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული რომელშიც 4 კომპანია იღებდა მონაწილეობას.