კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვემო ქართლში გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც 19-21 მარტს აღინიშნება. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება”, – ნათქვამია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.
მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
ცხელი ხაზის ნომერი – (0341) 222 854, 222 838
ელ.ფოსტა – info@kvemokartli.gov.ge
რუსთავი:
ცხელი ხაზი – (0341)255 127, 255 183, 270 005.
ელ.ფოსტა – rustavi.municipality@rustavi.gov.ge
sakrebulo.aparati@rustavi.gov.ge
ბოლნისი:
ცხელი ხაზის ნომერი – (0358) 222 555
ელ.ფოსტა – bolnisimunicipality@bolnisi. gov. ge ;
bolnisimunicipality@gmail.com
გარდაბანი:
ცხელი ხაზი – 595 24 26 62
ელ.ფოსტა – meria@gardabani.gov.ge
დმანისი:
ცხელი ხაზის ნომერი – (0360) 222 464
ელ.ფოსტა – dmanisi.mun@dmanisi.gov.ge
თეთრიწყარო:
ცხელი ხაზი – (0359) 22 23 38
ელ.ფოსტა – meria@tetritskaro.gov.ge
წალკა:
ცხელი ხაზის ნომერი – 599857030
ელ.ფოსტა – meria@tsalka.gov.ge“, – აღნიშნულია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.