ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

58

ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ჯამში რეაბილიტირდება 2 100 მეტრი სიგრძის გზა. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც.

ზუგდიდიდ მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენ.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე გაგრძელდება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 970 373 ლარს შეადგენს.