სამეგრელო-ზემო სვანეთმა, რწმუნებულის ადმინისტრაციებს შორის, ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა

606

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 87 060 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 190 089 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საუბარია  “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაში.

შარშან აქ 46 ათას 538 ლიტრი საწვავი დაიხარჯა, რომლის ღირებულებაც 101 ათას 881 ლარია.

2018 წელს კი უფრო ნაკლები საწვავი გამოიყენეს – 40 ათას 522 ლიტრი, რასაც 88 ათას 208 ლარი მოახმარეს.

კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, შარშან, სახელმწიფო რწმუნებულებს შორის ყველაზე მეტი, 13 ათას 932 ლიტრი საწვავი დახარჯა. ის ამ პოზიციაზე 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. შესაბამისად, წლის ბოლომდე მხოლოდ 3 ათას 735 ლიტრი საწვავი მოიხმარა.

თუმცა მოქმედ სახელმწიფო რწმუნებულებს შორის, 2018-2019 წლებში ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი – 20,833 ლიტრი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გახარჯა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებილმა ლევან შონიამ, რომელიც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაათავისუფლა ორი წლის წინ, ივლისში, 2018 წელს 7 ათას 569 ლიტრი საწვავი დახარჯა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო ადმინისტრაციას 11 ავტომანქანა ემსახურება. შარშან მათ დიაგნოსტიკასა და შეკეთებაზე გაწეულმა ხარჯმა 26 ათას 818 ლარი შეადგინა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2018 წელს საამისოდ 55 ათას 787 ლარი დაიხარჯა.

ამ ხარჯების ჯამური მოხულობით – 82 605 ლარით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია პირველ ადგილზეა.

“გამჭვირვალობის” კვლევაში ასევე საუბარია ორი წლის მანძილზე გაცემულ ხელფასებსა და წამახალისებელ ფულად თანხაზე.