ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

95

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დასრულდა.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

„საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის, გარე განათების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტები დაასახელეს.

2020 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 734 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობამ, ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა რას მოხმარდება თითოეულ დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიდში მათი განხორციელება დაიწყება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.