ზუგდიდდასუფთავებამ 72 თანამშრომელზე ფულადი დანამატი გასცა

475

ზუგდიდის მერიის ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ 2019 წელს, 72 თანამშრომელზე პრემია და ფულადი დანამატები გასცა, რისთვისაც ჯამში 19 732 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მერიიდან გამოცემა “ლაივპრესისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრის შესყიდვების განყოფილების უფროსმა, როგორც წარჩინებულმა თანამშრომელმა 600 ლარის ოდენობის დანამატი მიიღო. იგივე მიზეზით, ასევე, 600 ლარი გადაეცა სატრანსპორტო განყოფილების უფროსს.

კოლხური ღვინის ფესტივალზე დამატებით მუშაობისთვის 300 ლარი მიიღო დირექტორის პირველმა მოადგილემ, უბნის 2-მა უფროსმაც ასევე 300-300 ლარი.

იგივე თანხა ჩაერიცხა საზოგადოებასთან უღთიერთბის სამსახურის უფროსს და საწყობის გამგესაც.

ცენტრის ზედამხედველობის სამსახური უფროსის მოადგილემ კი, დანამატის სახით მიიღო 375 ლარი, 325-325 ლარი სამმა ბრიგადირმა.

200-200 ლარი დაერიცხა ორ კონტროლიორს, 350-350 ლარი 3 მძღოლს. მტვირთავებს, დამგველებს, დამლაგებელს, ჯამში 8 პირს გადაეცა დანამატი – თითოს 175 ლარის ოდენობით.

3 მტვირთავ მუშაზეც გაიცა პრემია, თითოზე 265 ლარის ოდენობით, 4 დამგველზე გადანაწილდა ჯამში 1030 ლარი.

მოხეტიალე პირუტყვის დაჭერის გამო 96 ლარის ფულადი დანამატი გადანაწილდა 2 მძღოლზე. იგივე მიზეზით 2 მტვირთავ მუშაზე, თითოზე 15 ლარის ოდენობის დანამატი. ერთ პირუტყვის დამჭერზე იგივე მიზეით გაიცა 95 ლარი მეორეზე კი 59ლარი.

დეკემბრის თვეში 430 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი გაიცა ერთ დამგველზე, ერთ ზედამხედველზე 300 ლარი, 8 ბრიგადირზე ჯამში კი 2400 ლარი (თითომ 300 ლარი მიიღო).

9 მძღოლზე გადანაწილდა 2700 ლარი (თითოზე 300 ლარი), 1200 პირუტყვის 4 დამჭერზე (თითომ 300 ლარი მიიღო). ასევე დეკემბრის თვეში 3000 ლარი დაიხარჯა 10 მუშაზე. საუბარია დამგველებზე, მტვირთავებზე და მეველეებზე. ამ თანხიდან თითომ 300 მიიღო.