2020 წელს მარნეულის 12 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება

723

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 12 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ჯამში 42 230 ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სოფელ სადახლოს, ახკერპის, თაზაქენდისა და ხოჯორნის საჯარო სკოლების სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის მერია 15 900 ლარს დახარჯავს.

მარნეულის N8, N6, სოფელ ბაიდარისა და ქეშალოს სკოლების სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისათვის მერია 12 570 ლარს გადაიხდის.

სოფელ კირიხლოს, ყულარის, შაუმიანისა და კირაჩ მუღანლოს სკოლების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისათვის კი მერია 13 760 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ სკოლების ჩამონათვალია, რომლების რეაბილიტაციასაც მერია 2020 წლისათვის გეგმავს.

მარნეულის მერიამ სამივე ტენდერი 16 იანვარს გამოაცხადა. მათში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 22-დან 24 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.

როგორც მარნეულის მერიაში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, 2020 წელს სკოლების რეაბილიტაციისათვის 1 820 000 ლარია გამოყოფილი.