როგორ გადანაწილდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” თანხა იმერეთის მუნიციპალიტეტებზე

949

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რეგიონული განვითარების ფონდი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” იმერეთში ჯამში 1042 პროექტს დააფინანსებს. 11  ​მუნიციპალიტეტზე თანხა უკვე გადანაწილდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

პროგრამის ფარგლებში 890 000 ლარი მიიღო ხარაგაულმა; 346 000 ლარით დაფინანსდა ბაღდათი;  660 000 ლარი გამოეყო სამტრედიას; საჩხერეს – 672 000 ლარი; ჭიათურას 812 000 ლარი; თერჯოლას 960 000 ლარი; ტყიბულს 532 000 ლარი; წყალტუბოს 704 000 ლარი; ხონს – 470 000 ლარი; ზესტაფონს – 822 000 ლარი;  ხოლო ვანს – 570 000 ლარი.

ჯამში, იმერეთში სოფლის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 7 438 000 ლარი დაიხარჯება.

2020 წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 40 მილიონი ლარით დაფინანსდა. რეგიონული განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტების სოფლებში 4800-მდე პროექტს განახორციელებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2018 წლამდე ყოველწლიურად ხორციელდებოდა, თუმცა, ორი წლის წინ შეწყდა, გასულ წელს კი ისევ აღდგა.

პროგრამის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება წარმოადგენს. მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ  განსახორციელებელი პროექტები სოფლის კრებებზე თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ.

პროგრამა სულ  3700-მდე სოფელს და 500 000-მდე ადამიანს მოიცავს.