ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ახალციხის რომელი სოფელი რა რაოდენობის თანხას მიიღებს

675

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საერთო კრებების ჩატარების განრიგი განისაზღვრა. 46 სოფელში განსახორცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა უკვე ცნობილია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პრიორიტეტები თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ. ის თუ რისი გაკეთება სურთ სოფელში, საერთო კრებაზე უნდა გადაწყდეს.

ახალციხის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში ჩასატარებელი კრებების განრიგი უკვე შედგენილია. შეხევედრები ექვსიდან 24 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

რაც შეეხება სოფლებისთვის განსაზღვრულ თანხას, ჯამში 612 000 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი, 20 000 ლარი ოთხი სოფლისთვის გამოიყო, 17 სოფელში 12 000-12 000 ლარი, 13 სოფელში 16 000-16 000 ლარი.

სხდომების კონკრეტული თარიღები და თითოეული სოფლისათვის გამოყოფილი თანხა ასეთია: