2020 წელს სოფლის მხადრაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტზე 3 366 000 ლარი გადანაწილდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, როგორ გადანაწილდება მუნიციპალიტეტების მიხედვით თანხა ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.
“სოფლებში შეხვედრები მალე დაიწყება და მარტამდე დასრულდება. ამის შემდეგ დაზუსტდება პროექტების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მაგრამ შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით დიდი ცდომილება არ იქნება“, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სამინისტროს განმარტებით, 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში 312 პროექტი განხორციელდა.