უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები – საერთაშორისო მიმოხილვა

2403

საცხოვრისიდან გამოსახლება საქართველოში არაერთი ოჯახის პრობლემაა. ჯანმრთელობის დაცვის სათანადო სისტემის არარსებობის თუ სხვა იძულებითი გარემოების შედეგად აღებულ სესხებს ადამიანები, ხშირად, ერთადერთი საცხოვრისით უზრუნველყოფენ და უსახლკარობის რისკის წინაშე დგებიან.

საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო.

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლიდან ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, რომ შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა. 2019-2020 წლებში უსახლკარობის სტრატეგიის  და სამოქმედო გეგმის შემუშავება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა.

ღია საზოგადოების ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას და მათი უსახლკარობის თავიდან აცილების სერვისების  ეხება.

იხილეთ კვლევა სრულად

ფოტო:  LashaFox Photography ლაშა FOX ცერცვაძე

ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ:

საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები საქართველოში

გამოსახლების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება