ავტორები: ანანო ცინცაბაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი
სერია „საცხოვრისის პოლიტიკა საქართველოში“ N1
წლების მანძილზე, უსახლკარობა არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. ღია საზოგადოების ფონდის ეგიდით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსახლკარობასთან ბრძოლის სისტემური ხედვის არარსებობის პირობებში, საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები სუსტ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2019 წლის მაისში ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისგან საცხოვრისის სერვისებისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. წინამდებარე დოკუმენტი ამ ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე მომზადდა.