საცხოვრისიდან გამოსახლება საქართველოში არაერთი ოჯახის პრობლემაა. ჯანმრთელობის დაცვის სათანადო სისტემის არარსებობის თუ სხვა იძულებითი გარემოების შედეგად აღებულ სესხებს ადამიანები, ხშირად, ერთადერთი საცხოვრისით უზრუნველყოფენ და უსახლკარობის რისკის წინაშე დგებიან. ამის მიუხედავად, საცხოვრისიდან გამოსახლება არ შეიძლება გახდეს ადამიანის უსახლკარობის მიზეზი, თუ სახელმწიფოს სოციალური სისტემა ადამიანზეა ორიენტირებული, გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს და სათანადო სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს.
ღია საზოგადოების ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევა გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მექანიზმებს აღწერს, რომელიც გამოსახლებულ მოქალაქეებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
ეს და ამავე თემაზე ჩატარებული კვლევები პოლიტიკური ცნობარის სახეს ატარებს და ფონდის პუბლიკაციების სერიის – “საცხოვრისის პოლიტიკა საქართველოში” ფარგლებში ქვეყნდება. პოლიტიკური ცნობარის სამიზნე გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, რომელთა პასუხისმგებლობაა სოციალური პოლიტიკის დაგეგმვაა.
იხილეთ კვლევა სრულად: გამოსახლების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება
ფოტო: LashaFox Photography ლაშა FOX ცერცვაძე
ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ:
საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები საქართველოში
უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები – საერთაშორისო მიმოხლივა