ხელნაკეთი, ბუნებრივი და ქარხნული ნაძვის ხეები – როგორ მოირთო საქართველოს ქალაქები საახალწლოდ (ფოტო, ვიდეო)

8476

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ერთ-ერთი, რაც გვაინტერესებს და რაზეც ბევრს ვლაპარაკობთ, ისაა, თუ როგორი იქნება ჩვენი ქალაქები ახალ წელს. მერე დიდხანს ვბჭობთ, ვკამათობთ, ვჭორაობთ კიდეც, მოგვეწონა თუ არა მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და განათებები.

წელს ჩვენი მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი 2020 წელს სწორედ ახალი ნაძვის ხეებითა და დეკორაციებით ხვდება. მათ დიდ ნაწილში მთავარი ნაძვის ხეები წუხელ აინთო. მოდით, ვნახოთ, როგორ მოირთო ჩვენი ქალაქები საახალწლოდ.

თბილისი

საქართველოს დედაქალაქი 2020 წელს სრულად განახლებული მორთულობით ხვდება. ამ ამბავმა ჯერ კიდევ მაშინ გამოიწვია თბილისელთა ვნებათაღელვა, როცა გაირკვა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ახალი ნაძვის ხის საყიდლად 305 ათასი ევრო, ახალი დეკორაციებისთვის კი 1 700 000 უნდა დახარჯულიყო. ორი დღეა, რაც ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა და ამ დრომდე მის კრიტიკასა თუ ქებაში ვართ. თავად მერიაში ამბობენ, რომ ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია.

დედაქალაქში, მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, საახალწლო სოფელიც ოფიციალურად გაიხსნა. სადღესასწაულო ღონისძიებები გუშინ დაიწყო და 14 იანვრამდე გაგრძელდება. ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება. ახალი წლის პირველ საღამოს კი თბილისს მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე გაიმართება. კიდევ რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში, დეტალურად ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.

 

რუსთავი

რუსთავში საახალწლო სოფელი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში წუხელ საზეიმოდ გაიხსნა. პარალელურად, ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფლის გახსნის შემდეგ განათდა. მრავალფეროვანი ილუმინაციებით გაფორმებულ რუსთავის პარკში ბავშვების განწყობაზე სანტა კლაუსმა იზრუნა, ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის ანიმატორების შოუ და ანსამბლ “თუთარჩელას” კონცერტიც გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ პარკში, საახალწლო სოფელში, სადღესასწაულო ღონისძიებები 29, 30 და 31 დეკემბერს ჩატარდება. საახალწლო ილუმინაციებით განათებული პარკი რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს საბავშვო კონცერტებით, ანიმატორების შოუთი და საცირკო სანახაობებით უმასპინძლებს, პატარებს კი სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს. ახალი წლის ღამეს რუსთავის პარკში საახალწლო კონცერტი ჩატარდება.

 

ქუთაისი

საოცარი სილამაზით ხვდება 2020 წელს ქუთაისი. მთავარი ნაძვის ხე ქუთაისის  ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ არის განთავსებული. ნაძვის ხე ხელნაკეთია და ის ქუთაისის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა საკუთარი ხელით მოქარგეს. მორთულია ქალაქის სხვა ქუჩებიც.

 

ფოთი

25 დეკემბერს ფოთის ცენტრალურ მოედანზეც საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიებაში ქალაქის ადგილობრივი ანსამბლები და მიწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, სადღესასწაულო განათებებითა და ილუმინაციებითაა მოირთული ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები.

ფოტო: ipress.ge

ბათუმი

ბათუმში, ისევე, როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში – ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში 25 დეკემბერს ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებასთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. ამის მიზეზი ქობულეთში გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა გახდა, როცა ავტოავარიას ხუთი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვნები, ემსხვერპლა. ბათუმში მთავარი ნაძვის ხე ზეიმის გარეშე აინთო, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში კი მთავარი ნაძვის ხეები დღეს აინთება.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

თელავი

თელავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთეს, საღამო კი ადგილობრივმა მუსიკალურმა ბენდებმა და ანსამბლებმა გააფორმეს. ამასთან, ნაძვის ხის ანთების პარალელურად, გაანათეს თელავის ცენტრალური ქუჩებიც.

 

გურჯაანი

მთავარი ნაძვის ხე გურჯაანშიც წუხელ საზეიმოდ აანთეს. გაიმართა საზეიმო კონცერტი და დისკოთეკა.

 

ლაგოდეხი

ერთობ საინტერესო და ორიგინალური ნაძვის ხით ხვდება ლაგოდეხი 2020 წელს. ნაძვის ხე ხელნაკეთია და როგორც მისი საზეიმოდ ანთებისას მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს.

 

დედოფლისწყარო

ასეთი ნაძვის ხით ხვდება დედოფლისწყარო 2020 წელს. ნაძვის ხე აქაც საზეიმოდ წუხელ განათდა.

 

საგარეჯო

საგარეჯოში მთავარ ნაძვის ხეს 27 დეკემბერს გაანათებენ.

მცხეთა

ასე იზეიმეს მცხეთაში მთავარი ნაძვის ხის ანთება მცხეთელებმა და მათმა სტუმრებმა.

თიანეთი

თიანეთშიც, ისევე, როგორც მთელს საქართველოში,მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ წუხელ განათდა.

 

ბოლნისი

ბოლნისში მთავარი ნაძვის ხე მერიის შენობის წინ დგას. მისი საზეიმოდ ანთების პარალელურად, საახალწლო გამოფენა-ბაზარობაც გაიმართა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებმა სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევარი გამოფინეს.

 

მარნეული

მარნეულში მთავარი ნაძვის ხე ჯერ არ ანთებულა. ეს ცერემონია აქ 27 დეკემბერს, 18 საათზეა დაგეგმილი.

ხაშური

ხაშურში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ 26 დეკემბერს გაანათეს. გარდა ამისა, ქალაქის საახალწლო გაფორმებას ძველ გირლანდებთან ერთად ახალი მორთულობაც დაემატა.

წალკა 

საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე წალკაშიც.

 

კასპი

25 დეკემბერს საღამოს 8 საათზე კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას, თოვლის ბაბუასთან ერთად, დღის ცენტრის ზღაპრის გმირები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, მოცეკვავეები და საბავშო ბაღის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

 

ახალქალაქი

ახალქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება საზეიმო კონცერტით აღნიშნეს.

 

ბორჯომი

ბორჯომშიც, მარნეულის მსგავსად, მთავარი ნაძვის ხე 27 დეკემბერს 18 საათზე აინთება.

ადიგენი

ადიგენის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს.

 

საჩხერე

საახალწლო ნაძვის ხე საჩხერეშიც წუხელ, საზეიმო ვითარებაში გაანათეს.

 

ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ წუხელ განათდა. გაიმართა კონცერტი და თეატრალიზებული სანახაობა.

 

ზესტაფონი

ზესტაფონშიც მთავარი ნაძვის ხის ანთება კონცერტით აღნიშნეს.

 

თერჯოლა

ასეთია თერჯოლის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც წუხელ საზეიმოდ გაანათეს.

 

ტყიბული

საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე ტყიბულშიც. აქ ბავშვების საზეიმო განწყობაზე თოვლის გოგონა ზრუნავდა, თოვლის ბაბუა კი ტკბილეულს არიგებდა.

 

ბაღდათი

ასეთი ორიგინალური ნაძვის ხით ხვდება ბაღდათი ახალ 2020 წელს.

 

სამტრედია

მთავარი ნაძვის ხე სამტრედიაშიც ზეიმით აანთეს.

 

წყალტუბო

ასე გაანათეს ნაძვის ხე წყალტუბოში.

 

ხონი

ასე შეხვდნენ ხონელები მთავარი ნაძვის ხის ანთებას.

 

ოზურგეთი

ოზურგეთში მთავარი ნაძვის ხის ანთებას კონცერტით შეხვდნენ, რომელშიც ადგილობრივი
შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

 

ლანჩხუთი

მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ პარკში ლანჩხუთელებმაც აანთეს.

 

ონი

მთავარი ნაძვის ხე ონის მუნიციპალიტეტში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის ეზოშია განთავსებული. მისი საზეიმო ანთების ცერემონიის შემდეგ კულტურის სახლში კონცერტიც გაიმართა.

 

ამბროლაური

ამბროლაურში მთავარი ნაძვის ხის ანთებაც კონცერტით აღნიშნეს.

 

ზუგდიდი

ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის ანთებას  წინ დრამერების შოუ უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მთავარ ნაძვის ხესთან დასრულდა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კი კონცერტი გაიმართა.

 

მარტვილი

მარტვილის მთავარი ნაძვის ხის ანთების პარალელურად, ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფლეშმობი მოეწყო.

 

სენაკი

სენაკშიც მთავარი ნაძვის ხის ანთება კოსტუმირებული შოუთი და კონცერტით აღნიშნეს.

 

წალენჯიხა

ასე გამოიყურება წალენჯიხის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, წუხელ აინთო.

 

ხობი

ასე გამოიყურება ხობის მთავარი ნაძვის ხე და ცენტრალური პარკი წინასაახალწლოდ.

 

შენიშვნა: სტატია განახლდება პერიოდულად და იმ ქალაქების შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას, რომლებშიც საახალწლო ნაძვის ხეები ჯერ არ აუნთიათ.