“ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს

553

სტატიის გაგრძელება

12 დეკემბერს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს,

ამ ფარსში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის დადგმული სპექტაკლი. საკითხების გამოტანა ისეთი ფორმით ხდება, რომ შინაარსობრივად არ არის ღრმა. არ გვაძლევენ სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას. წინა ორ სხდომაზეც ბოიკოტი გვქონდა გამოცხადებული, თუმცა ეს არსად გაჟღერებულა“, – განაცხადა სხდომის დაწყებამდე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირინა გელაშვილმა.

მისი თქმით, ფრაქციის წევრები არც მომდევნო სხდომებზე დაესწრებიან: „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი თანაპარტიელების მოსაზრებას. ჩვენი ლიდერები როგორც გადაწყვეტენ ისე მოვიქცევით“.

გელაშვილთან ერთად სხდომა დატოვა ემანუელ პოზოიანმაც, ფრაქციის მესამე წევრი ეკა ტატალაშვილი კი სხდომაზე არ მისულა.

12 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ერთი საკითხი განიხილეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ორი ნაკვეთი, რომელზეც აწყურის და ვალეს საზოგადოებრივი ცენტრები დგას, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა.