საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე სამივე ოლქში “ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

661

ცენტრალური საარჩევნო კომისია​ ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

“27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესზე და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებზე დაკვირვება შეეძლოთ. ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, – აცხადებენ ცესკოში.

საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია:

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი – 4 საარჩევნო უბანი): №2 მალხაზი მელაშვილი, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“– 14.71% (347 ხმა),№40 დავითი ბეგლარაშვილი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 0,89 % (21 ხმა), №41 ომარი შველიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 84,4 % (1991 ხმა)

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი – 1 საარჩევნო უბანი): №41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (875 ხმა)

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი – 2 საარჩევნო უბანი): №41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (549 ხმა).

არჩევნები ტარდებოდა 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობდა.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებული იყო 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.