ახალციხის მერი ტენდერების საქმეზე გამოკითხეს

841

წინა სტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ კომპანიები, რომლებიც ტენდერებს იგებენ, მას არ ეკუთვნის და მათი წილები გასხვისებულია. მელიქიძე ადასტურებს, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მისი გამგებლობისა და მერობის შემდეგ, ტენდერებს იგებენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ზაზა მელიქიძე სიცრუეს უწოდებს.

“ეს არ არის სწორი ინფორმაცია, აბსოლუტურად ყველა წილი გასხვისებულია და იქ ჩემი კომპანიები არ არის. მმართველობაში გადაცემულია ეს კომპანიები“, – აცხადებს ახალციხის მერი.

მისივე თქმით, კვლევას არასწორი ინტერპრეტაცია მიზამიმართულად მიეცა.

“როცა საქმე ძალიან კარგად კეთდება ახალციხეში, ეს ვიღაცებს არ მოსწონთ, რომ ქვეყანა აღმავლობისკენ მიდის და უნდათ რომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცენ. გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს“, – ამბობს მელიქიძე.