ქუთაისის მერიამ ბალახვანის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციიის პროექტის შესაძენად თანხა გააორმაგა

97
ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის ახალი ესკიზი

წინა სტატია

ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაორმაგდა და 30 000 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ტენდერი მერიამ აღნიშნული მომსახურებოსათვის რამდენიმე თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა განაცხადი არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი უკვე რამდენიმე წელია, განიხილება, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.  ტერიტორიის მცირე მონაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რჩებოდა, რაც სამუშაოების შეფერხების მიზეზი გახდა. პროექტის თანახმად, აღმაშენებლის გამზირის მხრიდან მარტივი ტიპის შადრევანი და ველოსადგომები, კიბის ტერიტორიაზე კი უსადენო ინტერნეტის მიწოდების აპარატურა და მობილურის დასამუხტი ბატარეები უნდა მოეწყოს.

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე  ნახეთ აქ.