ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

576

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და 10 სამგზავრო ავტობუსის შეძენას ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით, გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.