ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

51

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩის, სულაბერიძიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

უკვე დასრულდა გრუნტის შეცვლის სამუშაოები, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და სანიაღვრე ჭები, დამონტაჟდა ბორდიურები და ფილები, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა.

ამ ეტაპზე მელიქიშვილიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.

სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.