ახალციხის სოფელ ურაველში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს

580

წინა სტატია

სოფელ ურაველში აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დროს, მოსახლეობის ნაკვეთებამდე მისასვლელ ერთადერთ სამანქანო გზას, რომელიც თვეზე მეტი ჩახერგილი იყო, ბეტონის საფარით გაასწორებენ. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამისშესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სოფელ ურაველში, აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დროს, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მოსახლეობის ნაკვეთებამდე მისასვლელი სამანქანო გზა გადიოდა, მშენებელმა კომპანიამ ინერტული მასალა დაყარა, რის გამოც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოსახლეობა გზით ვეღარ სარგებლობდა.

ნაკვეთებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ურაველი-აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში ხდება.