დარჩელში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნეს

745

დარჩელში პირველი საჯარო სკოლა გარემონტდა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. სკოლას რეაბილიტაცია პროგრამა “მილენიუმის” ფარგლებში ჩაუტარდა.

გარდა ამის, წელს “მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთ საჯარო სკოლას (ქალაქის მე-4, მე-8, მე-10, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები).

პროექტის ფარგლებში საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, გათბობის სისტემა და სველი წერტილები მოეწყო.  ამასთან, შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლებში სასკოლო ინვენტარიც განახლდა.

რეგიონის მასშტაბით კი სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ  94 საჯარო სკოლას ჩაუტარდა.

დღეიდან, 16 სექტემბრიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა.