ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის არხის სარეაბილიტაციოდ 657 340 ლარი დაიხარჯება

668

ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის (არსებული კოლექტორიდან წმ. დავითისა და კონსტრანტინეს ქუჩამდე) არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, კოლექტორი ქალაქ ახალციხეში, რუსთაველისა და გვარამაძის ქუჩებს შორის არსებული ხევის (მლაშიხევის) გასწვრის მდებარეობს.

“მისი რეაბილიტაციით მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა გვარდება. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 340 ლარით ფინანსდება”, – ამბობენ მერიაში.