ზუგდიდში ვეტერანთა ხეივანი გახსნეს

51

ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი გახსნეს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 252 581 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარეგანათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი მოეწყო.

“მიხარია რომ კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატა ჩვენს ქალაქს და მომავალში კიდევ ბევრი შეემატება, თითოეული ზუგდიდელის ჩართულობით ბევრ კარგ და სასიამოვნო ადგილს შევმატებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარკს ქვია ვეტერანთა პარკი, ეს პარკი ჩვენ იმ ღირსეული მამულიშვილების უკვდავსაყოფად გავაკეთეთ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის, ვმუშაობთ მონუმენტის შექმნაზეც, რომელიც აქ განთავსდება, ეს იქნება მათი ღირსეული ხსოვნისთვის გაკეთებული კიდევ ერთი საქმე“, -აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.