ზუგდიდში რამდენიმე ადამიანი სასმელი წყლით მოიწამლა

637

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თეთრი გიორგის ქუჩაზე სასმელი წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქუჩაში მიმდინარე სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა, რის შედეგადაც ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მოწამლულთა შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დაზარალებულები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსები ადასტურებენ, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალია.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები.

ზუგდიდის მერის თქმით, თეთრი გიორგის ქუჩის მცხოვრებლებს სასმელი წყლით უზრუნველყოფენ.

“მოსახლეობის განცხადებით და პრეტენზიებით, მოხდა მათი ჭების დაბინძურება ამ სამუსაოების შემდგომ. ჩართულები ვართ ამ პროცესში. კომპანიას დავავალდებულეთ, რომ წყლით მომარაგება მომხდარიყო ადგილობრივების. თუმცა გარკვეული შეფერხებებით ხორციელდებოდა წყლის მიწოდება”, – განმარტა მერმა.

რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც მოწამვლის შემდეგ სავაადმყოფოში მკურნალობენ, გიორგი შენგელიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა მათგანის სამედიცინო მომსახურების საფასურს დაფარავს.