მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

828

მცხეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

2019 წელს “ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაევალათ, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება.

როგორვ მცხეთის მერიაში აცხადებენ, მცხეთის მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურისთვის 770 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 8 პროექტი ხორციელდება.

“ამ დროისთვის მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, ლისში, ნავაზში, ახალდაბაში, გალავანში, ჩარდახში, ვაზიანსა და პატარა ქანდაში სველი წერტილების მშენებლობისა და არსებულის სარემონტო სამუშაოები, ზოგან სკოლის შესასვლელების, სპორტული მოედნისა და ბილიკების მოწესრიგება მიმდინარეობს”, – ამბობენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ 2018 წელის თებერვალში, სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დელეგირების წესით უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცა.