ოკუპირებულ გულრიფშში 19 ნაგებობას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

1300
OLYMPUS DIGITAL CAMERA

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშში მდებარე 19 ისტორიულ ნაგებობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ეს ძეგლებია: დოლმენები აზანთაში. ეკლესიები, აზანთა, ბაღმარანში, დრანდაში, აჭანდარაში, ფშაფსა და დაბა გულრიფშში. ციხე-კოშკები ალექსანდროვკაში, ბაბუშერაში, კელასურში. დარბაზული ეკლესიები ბაღმარანში. გუმბათიანი ეკლესიები ბაღმარანში, ციხე სიმაგრეები მერხეულსა და წებელდაში. ციხე სიმაგრე და გალავანი ბაღმარანი. სასახლე ლათაში.

„სულ 19 ძეგლია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, საქართველო ამით გამოხატავს თავის პასუხისმგებლობას და დამოკიდებულებას თავისი კულტურული ძეგლების მიმართ“, – გვითხრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი გელენავამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არაკონტოლირებად ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების მოძიება-შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

„კვლევა კვლავაც გაგრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე კიდევ არაერთ ძეგლს მიენიჭება, – გვითხრა ირაკლი გელენავამ.

სააგენტომ აფხაზეთის ტერიტორიაზე 41 ისტორიულ ნაგებობას მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.