ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში გზის მოასფალტება დაიწყო

61

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში გზის მოასფალტება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორებისა და მოხრეშვის სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სულ დაიგება 5 კმ. გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „ქროს ფოინტი“. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.