ბორჯომში სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

2042

ბორჯომში სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, ხიდის ორივე მხარეს მთლიანად შეიცვალა ფეხით სავალი ნაწილი, საავტომობილო მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და ჩატარდა სამღებრო სამუშაოები.

მათივე ცნობით, პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტმა განახორციელა.