სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში 35.7 მილიონის 499 პროექტი განხორციელდება

128

ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 35.7 მილიონი ლარის 499 პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, სამცხე-ჯავახეთისთვის 3.4 მილიონი გამოიყო და ჯამში 326 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 47 პროექტი კი უკვე დასრულებულია.

უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტს ჯამში 22.6 მილიონი ლარის ღირებულების 39 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 4.4 მილიონის 61 პროექტი,  სტიქიის პრევენციისთვის – 1.5 მილიონი ლარის ღირებულების 8 პროექტი დაუფინანსდა.

გარდა ამისა, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან 61 პროექტისთვის 4.4 მილიონი ერგო.