ახალციხეში 2 ფიტნეს ზონა მოეწყო

765

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში 4 მისამართზე ფიტნეს ზონების მოწყობა მიმდინარეობს.

ფიტნეს ზონებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ სკვერში და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, ტრენაჟორები უახლოეს ხანში თამარაშვილის ქუჩა #4-ის მიმდებარედ და ასპინძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანთანაც დამონტაჟდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, მუნიციპალიტეტი ამ კუთხით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.