ახალციხის მერიის ორგანიზებით 26 ივლისს ველორბოლაში შეჯიბი გაიმართება

610

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული განყოფილების ორგანიზებით, 26 ივლისს 15:00 საათიდან, ქალაქ ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოყვარულთა შორის ველორბოლაში შეჯიბრი გაიმართება.

როგორც მერიაში განმარტავენ, შეჯიბრში მონაწილეობა 14-დან 17 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს შეეძლებათ.