ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

168

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. ლოზუნგით “გახარია, წადი“, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო.

“თქვენ ხართ რუსეთის მონები და ამისათვის პასუხს მოგთხოვთ შთამომავლობა. გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. მას ამ ქმედებას საქართველო არ აპატიებს“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ცხვიტარიას გამოსვლამ საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრთა გაღიზიანება გამოიწვია. მათ
ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, ნაწილმა კი მას სხდომის დატოვება მოსთხოვა.

ცხვიტარიას განცხადებით, იგი მთელი სხდომის განმავლობაში ტრანსფარანტით ხელში, ფეხზე იდგება და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.