თბილისი ევროპის სტუდენტური ბარათის ქსელს შეუერთდება

925

წინა სტატია

სექტემბრიდან თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს კიდევ ერთი სიახლე ელით. თბილისი ევროპის სტუდენტური ბარათის ქსელს შეუერთდება, რომლითაც სტუდენტები სხვადასხვა ობიექტში შეღავათებით და ფასდაკლებებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.

“სექტემბერში უკვე ვუერთდებით და მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია ამასთან დაკავშირებით. ალბათ ბევრს გაქვთ სტუდენტური ბარათი და სარგებლობთ სხვადასხვა ობიექტებში ფასდაკლებით, თუმცა ჩვენ გლობალურად შევხედეთ ამ ყველაფერს და ევროპის ახალგაზრდული ბარათის მიღების შემდეგ, 36 ქვეყანაში შეძლებთ მუზეუმებში, თეატრებში, სპორტდარბაზებში, სხვადასხვა კულტურულ ობიექტებში, სავაჭრო ცენტრებში, კვების ობიექტებში და ა.შ. ფასდაკლებით ისარგებლოთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, სექტემბრიდან მერთან არსებული ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება.

ამასთან, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე ე.წ Night მარკეტი ამოქმედდება.