ხუნწარია: სექტემბრიდან მერთან არსებული ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება

1059

სექტემბრიდან მერთან არსებული ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.

“საბჭო ყველა საჭირბოროტო საკითხში და ყველა მიმართულებაში იქნება ჩართული და ჩვენ გავითვალისწინებთ მის რეკომენდაციებს და რჩევებს. აქაც პროფესიების მიხედვით იქნებიან წევრები შერჩეული, თუმცა სხვა კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა შევარჩიოთ ისინი, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. აქაც გვჭირდებიან ურბანისტები, არქიტექტორები, გამწვანების სპეციალისტები, ტრანსპორტის მიმართულებით სპეციალისტები“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება.

ამასთან, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე ე.წ Night მარკეტი ამოქმედდება.