უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე ე.წ Night მარკეტი ამოქმედდება

813

წინა სტატია

დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. როგორც პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თქვა, თბილისში Night მარკეტის ამოქმედება იგეგმება. მისი თქმით, ამით მეწარმეებს საკუთარი პროდუქტის წარმოადგინის საშუალება მიეცემათ.

“ჩვენ “ფლი მარკეტის“ ორგანიზატორებთან ვთანამშრომლობთ. მათთან და ღამის ეკონომიკის ჯგუფთან ერთად, გაჩნდა იდეა Night მარკეტის ამოქმედების. მარკეტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე განთავსდება და ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

ამასთან, ცნობილია, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება.