გლდანის რაიონში 5 მისამართზე მოსასვენებელი პავილიონები გააკეთეს

1240

გლდანის რაიონში 5 მისამართზე მოსასვენებელი პავილიონები გააკეთეს.

გამგეობის ინფორმაციით, ფანჩატურები გლდანის I მიკრორაიონის N 2 ბ კორპუსის, მეექვსე მიკრორაიონის N 2 კორპუსის, გლდანის ხევი N1 კორპუსის, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N25 კორპუსისა და ზაჰესში, ავჭალის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.

სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს “თიდამ“’ განახორციელა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 18 643 ლარი დაიხარჯა.