მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მოიპოვა

2319

წინა სტატია

ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.

“საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ციხე-სოფელში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების – ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს. კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ, მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციის და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში.

მათივე ცნობით, სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე 3 ოჯახი დასახლდა. ამასთან, ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი.